ნაცების მოტრფიალეებმა მოიგონეს სიტყვა რუსეთუმე. თვითონ ვინ არიან?-მერაბ სადაგიშვილი

მინდა დავაფიქსირო ჩემი ერთი მოსაზრება. ნაცების მოტრფიალეებმა მოიგონეს სიტყვა რუსეთუმე, ანუ რუსეთის მოყვარული და პატივისმცემელი.

 

ეს ყველაფერი გასაგებია. როგორც ამბობენ, ზოგს მღვდელი უყვარს, ზოგს კი მღვდლის ცოლიო. მაგრამ თვითონ ვინ არიან? რომელ სახელმწიფოს სცემენ პატივს? რომელ რელიგიას? რომელ მსოფლმხედველობას?

მათი მთავარი თვისებაა გალანძღონ და შეურაცხყოფა მიაყენონ ყველას,ვინც მათთვის გაუგებარ მოსაზრებას გამოთქვამს ამა თუ იმ საკითხებზე. ამას კი იმიტომ აკეთებენ, რომ მათ საკუთარი მოსაზრებები არ გააჩნიათ. ამის დასამტკიცებლად დროს არ დავხარჯავ.

ყველა ნახავთ,თუ როგორ გამლანძღავენ ?.

მერაბ სადაგიშვილი