ვლადიმირ პუტინი განმარტავს, რატომ არ მიულოცა ჯო ბაიდენს გამარჯვება

რუსეთი ელოდება აშშ-ში შიდაპოლიტიკური დაპირისპირების დასრულებას. არ არსებობს არავითარი სხვა საბაბი მოსკოვის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულისთვის მილოცვის საკითხში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

 

„მინდა დაგარწმუნოთ: აქ არავითარი საფუძველი არ არსებობს – არა თუ ჩვენ ვინმე არ მოგვწონს, ან ვინმე მოგვწონს – ჩვენ უბრალოდ, ველოდებით შიდაპოლიტიკური დაპირისპირების დასრულებას. ჩვენ პატივისცემით ვეკიდებით ყველას – როგორც მოქმედ პრეზიდენტს ტრამპს, ასევე ამ თანამდებობაზე კანდიდატ ბაიდენს. ამიტომ, აქ ჩვენთვის არავითარი პრობლემა არ არსებობს, ხოლო სუფთა ფორმალური საგნები უნდა გაკეთდეს შექმნილი პრაქტიკის შესაბამისად და საქმის იურიდიული მხარით. აქ არ არის საქმის ფორმალური მხარე. ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერ ადამიანთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ნდობას გამოუცხადებს, მაგრამ ვის გამოუცხადა ნდობა – უნდა იყოს ან პოლიტიკური წესით აღნიშნული, როდესაც ორიდან ერთი მხარე აღიარებს მეორის გამარჯვებას, ან არჩევნები უნდა შეჯამდეს ლეგიტიმური, სამართლებრივი მეთოდით“, – განაცხადა პუტინმა.

ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, “დემოკრატიული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232. დონალდ ტრაპს დამარცხება ამ დრომდე ოფიციალურად არ უღიარებია.