სომხეთთან მარცხის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა B დივიზიონში აღწევების შანსი დაკარგა.
მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა ”დინამო არენაზე” პრესკონფერენცია გამართა.
ვაისი: ”ჩვენ დავმარცხდით და ეს სპორტული ტრაგედიაა საქართველოსთვის, ჩემთვის და ზოგადად გუნდის თითოეული წევრისთვის.
მაკედონიასთან მატჩის შემდეგ განვაცხადე, რომ უახლოესი ორი შეხვედრის შემდეგ მივდიოდი. ეს არ ვთქვი იმიტომ, რომ კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის ბოლოს მეწურება, არამედ ეს იყო ჩემი ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ნაკრებში მუშაობას აღარ ვაპირებდი.
მაკედონიასთან გამართული მატჩისგან განსხვავებით სომხეთთან გოლის გატანის მეტი შანსი გვქონდა, თუმცა ვერ გავიტანეთ, ხოლო სომხეთს 3 მომენტი ჰქონდა და ორ შემთხვევაში შეაგდეს.
ასეთ დონეზე ასეთი შეცდომების დაშვება მიუღებელია. გოლის გატანის 5 რეალური შანსი გქვონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ეს ძალიან სამწუხაროა”.
ვაისი: ”შემადგენლობა შევცვალე, თუმცა სომხეთთან შემტევთა ხარისხი ძალიან დაბალი იყო”
ვაისი: ”მაკედონიასთან მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ვესაუბრე, მათ ვუთხარი, რომ სომხეთთან გამარჯვება მათი უკეთესი მომავლისთვის, უფრო მაღალ ლიგაში აღზევებისთვის სასურველი იქნებოდა. მათ ავუხსენი, რომ სომხეთთან და ესტონეთთან გამარჯვებები მათი პროგრესისთვის საჭირო იყო, თუმცა სომხეთთან დავმარცხდით და პირველ ადგილზე გასვლის შანსი დავკარგეთ.
მაკედონიასთან მატჩის შემდეგ თითქმის მთელი შემადგენლობა შევცვალე, სხვა მოთამაშეებს მივეცი თავის გამოჩენის შანსი, თუმცა მათი ხარისხი შეტევის ხაზში ძალიან დაბალი იყო.
პროგრესისთის აუცილებელია, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებიდან გაუშვათ, რადგან ისინი კარგად ვერ იაზრებენ პასუხისმგებლობას თუ რას ნიშნავს ეროვნული ნაკრები, გააზრებული არ აქვთ ბოლომდე ეს პასუხისმგებლობა და ვფიქრობ ჩემი წასვლის შემდეგ ნაკრებს ისინი დატოვებენ. კონკრეტულად ფეხბურთელების დასახელებისგან თავს შევიკავებ. მე არ ვარ ქართველი, მაგრამ საქართველოს ნაკრების წარმატებისთვის მაქსიმუმი გავიღე.
ძალიან ვწუხვარ, რომ ნაკრებიდან წასვლის მიწურულს ორი მძიმე მარცხი განვიცადეთ, ჯერ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი დავკარგეთ, ახლა კი ასე მოკლე ინტერვალში სომხეთთან დავკარგეთ 3 ქულა”.