18 ნოემბრის აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან სასამართლომ საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე, გიგა მაქარაშვილი და მათთან ერთად დაკავებული კიდევ 3 პირი – დიმიტრი ბიძინაშვილი, დავით მჟავანაძე და ირაკლი კაჭარავა სამართალდამრღვევად სცნო.
კიდევ ერთი დაკავებული პაატა სოსანაშვილი კი მოსამართლემ გაათავისუფლა ადმინისტრაციული სახდელისგან და მას სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.
მოსამართლემ საკრებულოს წევრს ირაკლი ნადირაძეს 13 დღიანი, გიგა მაქარაშვილს 12 დღიანი, დიმიტრი ბიძინაშვილს 13 დღიანი, დავით მჟავანაძეს და ირაკლი კაჭარავას კი 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა მიიღო.