“ნაციონალური მოძრაობის”წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული ახალგაზრდა აქტივისტები დღეს, 21 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის გამართვას გეგმავენ. აქცია 11:00 საათზეა დაანონსებული.
ამასთან, მთავრობის სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.
ოპოზიციის წევრები და სამოქალქო აქტივისტები აქცის გამართვას მთავრობის ადმინისტრაციის სამანქანო შესასვლელთან აპირებენ და შენობის პიკეტირებასაც აანონსებენ.