ბენ ჰოჯესი: საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოწვევა დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს

ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოწვევა დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს.

„გასულ კვირას თურქეთისა და რუსეთის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შედეგად, დროებით შეწყდა სისხლიანი ომი, რამაც ყარაბაღისთვბის უფრო ნათელი მომავლის იმედი გააჩინა. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, რუსი მშვიდობისმყოფელები რეგიონში სულ მცირე ხუთი წლით განთავსდებიან. მოსკოვს ახლა ჯარები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში – საქართველოში (მისი სუვერენული ტერიტორიის 20%-ი ოკუპირებულია 2008 წლიდან), სომხეთსა (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩენილი ბაზები) და ახლა აზერბაიჯანში ჰყავს განთავსებული“, – წერს ბენ ჰოჯესი თავის სტატიაში.

ამერიკელი გენერალი აღნიშნავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანთან უფრო ძლიერი და მტკიცე ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს.

„უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ალიანსი თურქეთთან და ჩვენი ყოფნა საქართველოში, მათ შორის აშშ-ის საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურის ჩათვლით“, – წერს ბენ ჰოჯესი.

მისივე თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოწვევა დაუყონებლივ უნდა გაეგზავნოს

„ეს ზომები იქნება კრემლისთვის გზავნილი, რომ ეს რეგიონი ჩვენი სტრატეგიული ინტერესის სფეროა, დასავლეთმა უნდა დაიცვას სამხრეთ კავკასია მანამ, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია დიდი კონფლიქტის თავიდან აცილება“, – დასძინა ამერიკელმა გენერალმა.