ბარსელონაში კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული ბარები და რესტორნები გაიხსნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რეგიონში თეატრები, კინოთეატრები, სამუსიკო დარბაზები და სპორტული დაწესებულებებიც იხსნება, თუმცა მაქსიმუმ 50%-იანი დატვირთვით.
აღსანიშნავია, რომ ღამის ე.წ. „კომენდანტის საათი“ და მკაცრი შეზღუდვები ქვეყნის დანარჩენ ნაწილში შენარჩუნდება.
შეგახსენებთ, რომ კატალონია პირველი რეგიონია ესპანეთში, რომელმაც კორონავირუსის მეორე ტალღის გამო, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ბარები და რესტორნები სრულად დახურა.
წყარო: ptn.ge