„როდესაც საწოლფონდისთვის და სასუნთქი აპარატებისთვის უნდა ეზრუნათ, ეს ექიმები ამათ პარტიულ თავყრილობაზე დადიოდნენ, ახლა კიდევ მორალს გვიკითხავს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ტვ უგულპირველის“ ეთერში განაცხადა.
„პირველი დღიდან ეს ნაძირლები იმისა მაგივრად, რომ გაეკეთებინათ საერთო საბჭო, სადაც დავუძახებდით რელიგიურ ლიდერებს, პოლიტიკურ ლიდერებს და ერთად, თუნდაც პოზიცია არ შეგვეჯერებინა, მაგრამ საზოგადოება დაინახავდა, რომ ამ გამოწვევის წინაშე ჩვენ ვართ ერთიანი და არანაირი პოლიტიკური ქულების დაგროვებას არ ვაპირებთ.
პირველი დღიდან ეს ნაძირლები ამითი იყვნენ დაკავებულები და მერე როდესაც საწოლფონდისთვის და სასუნთქი აპარატებისთვის უნდა ეზრუნათ, მათ შორის ეს ექიმები ამათ პარტიულ თავყრილობაზე დადიოდნენ, ახლა კიდევ აქ მორალს გვიკითხავს ვიღაცა.
როგორ ბედავენ ესეთ რაღაცას, როგორ შეიძლება ადამიანი იყო, გამოხვიდე და თქვა, ოპოზიციის შეკრებების გამო გავრცელდაო“