აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილები ქელბაჯარის რაიონში შევიდნენ

მთიანი ყარაბაღის ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

ქელბაჯარის რაიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების ბოლო ქვედანაყოფებმა გუშინ დატოვეს.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, რაიონი დღეიდან აზერბაიჯანის იურისდიქციაში გადავიდა. აზერბაიჯანის არმია ქელბაჯარში 15 ნოემბერს უნდა შესულიყო, მაგრამ სომხეთის თხოვნით ვადამ 10 დღით გადაიწია.

 

“ინტერპრესნიუსი”