პაატა იმნაძე: რამდენი ადამიანი დაავადდება, იმდენი დაღუპული იქნება

„ზაფხულის ბოლოს ვლაპარაკობდი, რომ იქნებოდა გარდაცვალების შემთხვევები. როდესაც ათასობით ადამიანი ავად გახდება იქიდან სამწუხაროდ ადამიანები გარდაიცვლებიან.
ბევრმა გადაიტანა ყოველგვარი პრობლემის გარეშე, რამდენი ადამიანი გახდება ავად, იმდენი დაღუპული იქნება. ეს რომ არ ყოფილიყო გაზაფხულიდან მოყოლებული ვიხვეწებოდით წესების დაცვას. დანის პირზე უნდა გავიაროთ. ერთ მხარესაც ვართ ვისაც მეტი შეზღუდვები გვინდა, მეორე მხარეს არიან ეკონომისტები, რომლებიც სხვა აზრზე არიან. იმიტომ რომ ქვეყნის ეკონომიკამაც უნდა გაუძლოს ამას“, – აცხადებს იმნაძე.

პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვები უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო.

„მოსახლეობას პირბადე რომ გამოეყენებინა, დისტანცია დაეცვა, მაშინ არ გახდებოდა საჭირო სახელმწიფოს მიერ მობილობის მაქსიმალურ დაგდებაზე ღონისძიებების გატარება“, – აღნიშნა იმნაძემ სატელევიზიო ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან 24 ნოემბრის ჩათვლით ქვეყანაში კორონავირუსის 111 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.