როგორია ბაიდენის პრეზიდენტობის პირველი 100 დღის გეგმა?

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სახელმწიფოს მართვას საიმიგრაციო რეფორმითა და კორონავირუსთან მკაცრი ბრძოლით დაიწყებს. ამის შესახებ ბაიდენმა არჩევნებში გამარჯვების შესახებ გამოცხადებისას ისაუბრა.

“სენატს გადავუგზავნი კანონპროექტს მიგრანტებზე, რაც 11 მილიონ დაურეგისტრირებელ ადამიანს მოქალაქეობის მიღებისკენ გაუხსნის გზას”, განაცხადა ბაიდენმა. არჩეული პრეზიდენტი ასევე ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სფეროში დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული გარკვეული ბრძანებების გაუქმებას გეგმავს.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ იგი ტრამპთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას არ გეგმავს.

ბაიდენმა მანამდე, მისი გუნდის წარდგენისას ასევე განაცხადა, რომ “არასაჭირო კონფლიქტებში” ჩარევას აღარ გეგმავს.

წყარო: alia.ge