ფეხბურთის კორიფეებიის გამოსამშვიდობებელი სიტყვები მარადონას

როგორ გამოემშვიდობნენ ლეგენდარულ დიეგო მარადონას მსოფლიო ფეხბურთის კორიფეები:

 

პელე

“დღეს მე კარგი მეგობარი დავკარგე, მსოფლიომ კი ლეგენდა. ძალინ ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ პირველ რიგში მინდა ღმერთს ვთხოვო მისი ოჯახის წევრებს ძალა მისცეს. იმედი მაქვს, ერთ დღეს ფეხბურთს ერთად ვითამაშებთ ზეცაში.”

ბოკა ხუნიორსი

“სამარადისო მადლობა, მარადიულო დიეგო.”

ბარსელონა

“მადლობა ყველაფრისთვის, დიეგო. ბარსელონა უღრმეს მწუხარებას გამოთქვამს დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების გამო, იგი კლუბის ფეხბურთელი და ამ სპორტის ლეგენდა იყო. მშვიდობით განისვენე, დიეგო.”

ნაპოლი

“ყოველთვის ჩვენს გულებში ? ჩაო, დიეგო”

კარლო ანჩელოტი

“შენ გენიოსი იყავი. დღეს ძალიან სევდიანი დღეა. დაგკარგეთ, მაგრამ შენ მარადიული ხარ, მეგობარო. ჩაო დიეგო. მშვიდობით განისვენე.”

პაოლო მალდინი

“მშვიდობით დიდებულო დიეგო. შენ ყოველთვის ჩემი გმირი იყავი. მშვიდობით განისვენე მეგობარო.”

ფრანკო ბარეზი

“გულიდან ცრემლები მომდის. შენთან ერთად თამაში პატივი იყო, დიდი გულის პატრონი იყავი. შენი მაგია სასიამოვნო ემოციებს მარადიულად მოგვანიჭებს. ჩაო დიეგო.”

რუუდ გულიტი

“ჩემს გულში შენ ყოველთვის იცოცხლებ, ისევე როგორც სხვა ფეხბურთის გულშემატკივრების გულებში. საუკეთესო მოთამშე ვინც მინახავს და ვის წინააღმდეგაც მითამაშია. იოლად განისვენე, დიეგო.”

რაული

“ჩემი კუმირი! ყველა დროის საუკეთესო! მშვიდობით განისვენე, დიეგო! ??”

ლიონელ მესი

“ეს ძალიან ცუდი დღეა ფეხბურთისა და არგენტინელებისთვის. მან დაგვტოვა, მაგრამ არსად წასულა, რადგან მარადონა მარადიულია.

არასდროს დამავიწყდება მასთან ერთად გატარებული საოცარი მომენტები. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს.”

კრიშტიანუ რონალდუ

“დღეს მე მეგობარს ვემშვიდობები, მსოფლიო კი მარადიულ გენიოსს. ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში, შეუდარებელი მაგიკოსი. მან ძალიან ადრე დაგვტოვა, მაგრამ მის მემკვიდრეობას ზღვარი არ გააჩნია. შენ არასდროს დაგივიწყებენ.”