სტალინმა ჩაიბარა რუსეთის იმპერია, რათა საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი

მინდა ჩემი ერთი კომენტარი დავდო როგორც დამოუკიდებელი პოსტი.

 

“სახელმწიფო, სახელად უკრაინა არასდროს არსებულა. საერთოდაც, იმ ტერიტორიაზე, დღეს რომ უკრაინა ჰქვია, არასდროს არ ყოფილა ერთიანი სახელმწიფო.

ზოგიერთებისგან განსხვავებით, მთელი მსოფლიო რომ შეყარეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, საქართველოში ცხოვრობდა ბავშვი, სახელად იოსებ ჯუღაშვილი.

მისნაირი ლექსი საქართველოზე, ჯერ არავის არ დაუწერია და ვერასდროს ვერ დაწერს. არ მოგიყვებით მის ისტორიას,რადგან ყველამ იცით.

თქვენს ყურადღებას მივაქცევ ერთ ფაქტორს. სტალინი ბავშვობიდანვე ოცნებობდა საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ეს მაშინ, როდესაც 500 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ასეთი სახელმწიფო გამქრალი იყო მსოფლიო რუქიდან. გიფიქრიათ ამაზე? ხან ვის ხელში გადადიოდა დაქუცმაცებული ქვეყანა და ხან ვის ხელში!

სტალინმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა,ზოგიერთებივით ევროპისა და ამერიკის მმართველების მისაღებებში კი არ უთენებია ღამეები, არამედ გახდა იმ სახელმწიფოს პირველი პირი, რომელიც წყვეტდა საქართველოს ბედს ბოლო 130 წლის განმავლობაში. სტალინმა ჩაიბარა ერთიანი და განუყოფელი რუსეთის იმპერია და იმ მიზნით, რათა საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი, უღალატა კლასიკურ მარქსიზმს, რომლისთვისაც ერი და ეროვნება ფუჭი მცნებები იყო და 15 ნაწილად დააქუცმაცა ეს უზარმაზარი სახელმწიფო. დანარჩენს უჩემოდაც მიხვდებით, იმედია…

მერაბ სადაგიშვილი