ელჩები ყველაფერს აკეთებენ რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი არჩევნები არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა.
“საერთაშორისო პარტნიორების ელჩები ყველაფერს აკეთებენ რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები. ჩვენ მათთან გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი. ოპოზიციის პოზიციაა, რომ გვსურს, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა „ქართულ ოცნებასთან“ და მზად ვართ, ვიშრომოთ. შეთანხმება უნდა მოიცავდეს ხელახალ არჩევნებსა და ცესკო ხლმძღვანელობის ცვლილებას, ჩვენ ამას განვიხილავთ პაკეტად. სხვა საკითხებიც არის პოლიტიკურ დევნასთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ეს არის ის პაკეტი მოლაპარაკებების, რომელსაც მზად ვართ, ვაქციოთ პოლიტიკურ შეთანხმებად „ქართულ ოცნებასთან“, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ. სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. პარლამენტში შესვლა არ განიხილება, თუ არ იარსებებს პოლიტიკური შეთანხმება. ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა რომ გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
წყარო: newposts.ge