გიგი უგულავა – “ეს არის ძალიან დიდი სისულელე” – ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით!

“ეს არის ძალიან დიდი სისულელე” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, აბსოლუტურად დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელია ახალი შეზღუდვები.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად გაუთვლელია, აბსოლუტურად არ ემსახურება პანდემიასთან ბრძოლას მთელი რიგი ის ღონისძიებები, რომლებიც დღეს გახარიამ გამოაცხადა. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გადმოიწია ე.წ კომენდანტის საათმა, რომელზეც, რატომღაც, მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს და 21:00 საათიდან დაიწყება. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ „კომენდანტის საათი“ სადაც შემოიღეს, ოდენობა ყოველდღიური ინფიცირების გაიზარდა. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვინმე სამსახურში ტაქსით მივა, ეს არის სისულელე. იმის ნაცვლად, რომ ავტობუსებში დაგვემატებინა ზედამხედველობის სამსახურის ერთი თანამშრომელი, რომელიც მძღოლთან ერთად გააკონტროლებდა პირბადის ხმარებასა და ადამიანების ოდენობას ტრანსპორტში, ჩვენ ვიღებთ რეალობას, როდესაც სრულად იკრძალება ტრანსპორტი” – განაცხადა გიგი უგულავა.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი რეგულაციები დაწესდა, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.

წყარო: report.ge