თავს გასულმა ნაციონალებმა და მათმა აქტივისტებმა ივანიშვილის სახლთან, ნაგვის ურნა ბოქლომით მიამაგრეს მოაჯირზე

ბიძინა ივანიშვილის სახლთან, აქციის მონაწილეებმა მოაჯირზე ნაგვის ურნა ბოქლომით მიამაგრეს. მანამდე კი, „ქართული ოცნების” წევრების ფოტოები ამავე ნაგვის ურნაში ჩაყარეს. მათი განმარტებით, ამ ფორმით მათ გამოხატეს პროტესტი ხელისუფლების მიმართ.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ახალგაზრდული მოძრაობა „გაბედე” მანამდე გააგრძელებს აქციებს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.