ქარელში, სავარაუდოდ, გაზის ნამწვის დაგროვების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაშია

ქარელში, სავარაუდოდ, გაზის ნამწვის დაგროვების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. “კურიერის”ინფორმაციით, ახალგაზრდები ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ბრიგადები. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება.

 

“რუსთავი2”