აუცილებლად წასაკითხი.
კენიელ მორბენალს აბელ მუტაის რამდენიმე მეტრი აშორებდა ფინიშის ხაზს, როდესაც მაყურებლის ოვაციებმა დააბნია და გაჩერდა, რადგან რბოლა უკვე დასრულებული ეგონა. ესპანელი სპორტსმენი ივან ფერნანდესი, ამ დროს, ზუსტად მის უკან მორბოდა. გააანალიზა რა, რაც ხდებოდა ყვირლი დაიწყო, _ აბელს მოუწოდებდა სირბილი გაეგრძელებინა, მაგრამ რადგან კენიელმა ესპანური არ იცოდა, ვერაფერი გაიგო… როცა ფერნანდესი დაეწია, უკნიდან უბიძგა მას და გამარჯვების ხაზი გადააკვეთინა.
მოგვიანებით ჟურნალისტმა ივანს ჰკითხა:
– რატომ გააკეთეთ ეს?
– ჩემი ოცნებაა ერთ დღეს ისეთი საზოგადოება გვქონდეს, სადაც ერთმანეთს დავეხმარებით და ვუბიძგებთ გამარჯვებისკენ. – უპასუხა ივანმა.
ჟურნალისტი მაინც არ ცხრებოდა:
– კი, მაგრამ რატომ დაუთმეთ გამარჯვება კენიელს?
– მე არ დამითმია გამარჯვება მისთვის, ის მან მოიგო.
– არადა, თქვენ შეგეძლოთ მოგეგოთ… ივანმა შეხედა მას და კითხვა შეუბრუნა:
– რა ღირებულება ექნებოდა ჩემს გამარჯვებას? რა ღირსება იდგებოდა ამ მედლის მიღმა? რა რეაქცია ექნებოდა ამაზე დედაჩემს? ღირებულებები გადაეცემა თაობიდან თაობას. ამიტომ დასაფიქრებელია, რა ღირებულებებზე ვზრდით ჩვენს შვილებს.
ნუ ვასწავლით მათ ყველაფრის ფასად გამარჯვებას. ვასწავლოთ დასახმარებლად გაწვდილი ხელის სილამაზე და ჰუმანურობა. რადგან გულწრფელობა, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ადამიანურობა იმარჯვებს!
თეიმურაზ შაშიაშვილი