პაატა “ვანგა” იმნაძე: სიტუაცია დეკემბრის მეორე ნახევარში დასტაბილურდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ შეზღუდვების ფონზე ინფიცირების კლებას დეკემბრის მეორე ნახევრისთვის ელოდებიან.

 

როგორც იმნაძე ამბობს, შედეგები ორი კვირის შემდეგ გამოჩნდება.

„ველოდებით იმას, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და დეკემბრის მეორე ნახევარში აღარ გვექნება მატება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შემდეგომ დაიწყოს უკვე კლება დაავადების შემთხვევებმა“,- ამბობს პაატა იმნაძე.