არ აქვს მნიშვნელობა მიშას გააფანატებ, სტალინს, ბიძინას თუ ზვიადს- არასდროს არავინ  გამიფანატებია

არასდროს არავინ  გამიფანატებია, სულ ვცდილობ მქონდეს ლოგიკური დისკუსია ყველა ადამიანთან მიუხედავად მისი პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა.

 

დედმამიშვილები, ნათესავები, ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ და შორდებიან იმის გამო რომ ის “ვიღაცისტია” ან განსხვავებული პოლიტიკური ხედვა აქვს, ეს კი არის უდიდესი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც ნათესავები ერთმანეთს ემტერებიან იმის გამო რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვა აქვთ, როგორ შეიძლება ვიფიქროთ ერის გაერთიანებაზე.

შეიძლება პატივს ვცემდე რომელიმე პოლიტიკოსის აზრებს მაგრამ ფანატიზმი ცუდია, არ აქვს მნიშვნელობა მიშას გააფანატებ სტალინს, ბიძინას თუ ზვიადის საბოლოო ჯამში გვაკარგინებს რეალურად ჩვენი პრობლემების დანახვას.

ენრი ონიანი