საქართველოში კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 127 942 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 106 328 გამოჯანმრთელდა, 1 195 კი – გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 2 114, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 251 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 863 პირი.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 489 ადამიანი.
“რეზონანსი”