ვერანაირი სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება ვერ მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტი აგრძელებს თავის საქმიანობას.
ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და გამჭვირვალედ.
„ჩვენ ვენდობით ჩვენს თანამოქალაქებს და პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, არჩევანს, რომელსაც ჩვენი საზოგადოება გააკეთებს 2020 წლის არჩევნებში. ამიტომ მოვუწოდებ ოპოზიციის იმ დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მთავარი პროგრამაც არის, როგორმე სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება გაიმეორონ ხშირად, ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების. ეს ცდება, მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და მომავალშიც ექნება სახელმწიფოს ამაზე რეაქცია. პარლამენტი აგრძელებს თავის საქმიანობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.