აჭარაში გაზის შეწყვეტასთან დაკავშირებით „სოკარ ჯორჯიაში“ განმარტებას აკეთებენ

მაგისტრალური გაზსადენის დაზიანების გამო აჭარასა და გურიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილია.

როგორც „სოკარ-ჯორჯიაში“ „პრაიმტაიმნიუსს“ განუცხადეს, აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან ეს ეხება გაზის ტრანსპორტირების კომპანიას და დეტალები მათთვის ჯერჯერობით უცნობია.

„შეგვიძლია გითხრათ, რომ დაზიანებულია გარკვეული მონაკვეთი, ამის გამო აჭარა-გურიას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. გაზის ტრანსპორტირების კომპანია არკვევს დაზიანების მიზეზებს და თუ რა მონაკვეთია დაზიანებული. ველოდებით ავარიის მიზეზების დადგენას, ამდენად ვერ გეტყვით ამ ეტაპზე როდის აღდგება გაზის მიწოდება” – აცხადებენ „სოკარ ჯორჯიაში

წყარო: ptn.ge