პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, ახალი არჩევნების ჩატარება ქვეყანაში გარდაუვალია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ის, რომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, ეს მე გარდაუვალი მგონია. როგორი სიჯიუტეც არ უნდა გამოიჩინოს მმართველმა პარტიამ, ალბათ, ის აცნობიერებს, რომ მარტო დარჩენილი პარლამენტი უბრალოდ ვერ გაუძლებს ლეგიტიმაციას ვერც პოლიტიკური და ვერც სამართლებრივი თვალსაზრისით. ამ საკითხს ჩვენ, როგორც მთავარ დღის წესრიგს, ისე ვაყენებთ.
შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც დაინიშნება უახლოეს პერიოდში, ხელისუფლება ალბათ მოვა კონკრეტული საკითხებით, იმიტომ, რომ ეს ინდივიდულური შეხვედრები საკმარისია იმისთვის, რომ ოპოზიციის შიგნით ერთიანი პოზიცია დაინახონ.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სისუსტე ვერავისში ვერ იპოვეს, რაც ყველაზე ძლიერი ფაქტორი მგონია იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს. ჩვენ ვისაუბრებთ ასევე იმაზე, თუ როგორი სტრატეგია გვექნება იმ დღისთვის, როდესაც პარლამენტის პირველი სხდომა დაინიშნება“, – განაცხადა ბესელიამ.
წყარო: ptn.ge