აშშ-ის ვიცე-პრეზიცენტი ჯო ბაიდენი უკრაინას, როგორც კოლონიას, ისე ხელმძღვანელობდა – მიიჩნევს გლობალიზაციის პრობლემების ინსტიტუტის დირექტორი მიხაილ დელიაგინი უკრაინის ვერხოვნაია რადას (პარლამენტის) დეპუტატის, ანდრეი დერკაჩის განცხადებასთან დაკავშირებით. დერკაჩმა განაცხადა, რომ 16,5 მილიონი დოლარი, რომელიც ბაიდენის შვილმა ჰანტერმა მიიღო, უკრაინისათვის მოპარული ფულია.
“ბატონმა ბაიდენმა თავისი წაიღო. უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრებაა. ბ-ნი ბაიდენი ამ ტერიტორიას განკარგავდა, როგორც კოლონიას და ღებულობდა სამენეჯერო ბონუსს. ვფიქრობ, რომ ბონუსები ბევრი იყო. თავის დროზე მადლენ ოლბრაიტმა, სახელმწიფო მდივინის თანამდებობაზე მუშაობისას, კოსოვოში “სწორი” მობილური კავშირი დაამყარა. ეს ნორმალური კოლონიალური მიდგომაა, როდესაც კოლონიზატორი მოდის და იღებს ყველაფერს, რაც მას სურს” – ამბობს დელიაგინი.