ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ფარეხასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილები 24 წლის ბიჭები არიან. კატასტროფის ბრიგადამ დაშავებული თბილისის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
მსუბუქი ავტომობილი ახალციხიდან ადიგენის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზის იმავე მონაკვეთზე ავარია 28 ოქტომბერსაც მოხდა. მაშინაც ორი ადამიანი დაიღუპა, და-ძმა, დედა კი მძიმედ დაშავდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანები შეეჯახნენ.
IPN