აჭარის მთავრობის სახლთან დღეს სავაჭრო ჯიხურების განთავსებას გეგმავენ

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების აქცია 24-საათიან რეჟიმში გრძელდება.

როგორც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, დღეს აჭარის მთავრობის სახლთან სავაჭრო ჯიხურებს განათავსებენ იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ივაჭრონ და საკუთარი პროდუქცია გაყიდონ.

მათივე ინფორმაციით, პანდემიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ე.წ. “თავისუფლების კვარტალში” ეპატიჟებიან, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან არის მოწყობილი.

აჭარის მთავრობის სახლთან, გუშინ აქციის პარალელურად ოპოზიციის წევრებმა სწრაფი კვების კონტეინერიც განათავსეს.

შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან 31 ოქტომბრის შემდეგ კარვებია გაშლილი.

წყარო: ptn.ge