ორი ხილული სიმპტომი: ცნობილია COVID-19-ის მძიმე ფორმის წინასწარი ნიშნები

ექიმის თქმით, ამ ორი სიმპტომით გამოკვლევის გარეშეც შეიძლება დადგინდეს, ემუქრება თუ არა პაციენტს კოვიდის მძიმე ფორმა.

 

 კორონავირუსის მძიმე ფორმის დადგომაზე ორი მთავარი სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს — რამდენიმე დღის განმავლობაში 38 გრადუსამდე ტემპერატურა და  სუნთქვის პრობლემები- ექიმი ვლადისლავ მოჰამედ ალი.

მისი თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნებული მაღალი ტემპერატურა ციტოკინური შტორმის დასაწყისზე მიანიშნებს.

„ციტოკინური შტორმი — ეს ბიოქომიური რეაქციების კასკადია, რომელშიც ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებზე  პასუხისმგებელი ფაქტორებია ჩართული. ციტოკინური შტორმისას უპირველესად ფილტვები ზიანდება, თუმცა იმავდროულად სხვა ორგანოებსაც ადგება დარტყმა“, — განმარტავს მოჰამედ ალი.

მეორე სიმპტომი — ეს ქოშინია.

„ქოშინის გაჩენა ან მისი გაძლიერება ასევე არის იმის ნიშანი, რომ ფილტვების დაზიანების ფართობი იზრდება“, — აცხადებს ექიმი.

მისი თქმით, COVID–19–ის მძიმე ფორმის მაუწყებელი სხვა სიმპტომები მხოლოდ ლაბორატორიულად ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებით შეიძლება გამოვლინდეს.