რუსეთში ტერორისტად აღიარებული პირი ბერლინში რომ მოკლეს – ეს ლამის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეფასდა და რა თქმა უნდა, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ყველაფერი რუსულ სპეცსამსახურებს დაბრალდა..
და ახლა ირანელი ფიზიკოსი, თეირანში რომ მოკლეს, ეს დასავლელი პარტნიორების მიერ რაღაც ჰიპოთეტური “საფრთხის განეიტრალებად” ფასდება.
მხოლოდ ირანი აცხადებს, რომ ეს ოპერაცია, ისრაელის მიერ იყო ჩატარებული..
და სად არის სიმართლე?!
სად არის ჭეშმარიტება?!
ნუთუ ეს უკვე არ გვჭირდება?!
ამიტომაც ხშირად ვამბობ, რომ დასავლური ცივილიზაცია დღემდე ვერ იშორებს თავის ბუნებრივ თვისებას- რასიზმს.
21-ე საუკუნეში, პროცესებისადმი მსგავსი დამოკიდებულება კი “კულტურული რასიზმის” გამოხატულებაა- ქვეტექსტით –
“რასაც მე ვაკეთებ, არის სწორი, შენ თუ იგივეს აკეთებ -არასწორია, რადგან შენ არ ხარ ჩემნაირი”.
ჩვენ როგორც ადამიანები, როგორც მოაზროვნე არსებები თუ გავდივართ ჭეშმარიტრბის ზონიდან, სწორედ იქ იწყება ყოველგვარი არაადამიანური.
პ.ს. ის ირანელი ფიზიკოსი ხელმძღვანელობდა ატომურ ინდუსტრიას. ისრაელი მიიჩნევს, რომ ირანის ატომური ინდუსტრია, მისთვის საფრთხეა. სწორედ ეს იყო “მიზეზი” მისი ლიკვიდაციისა. (თუმცა რა თქმა უნდა, არანაირი დამამტკიცებელი ფაქტები არ არსებობს, რომ ეს ებრაულმა სპეცსამსახურებმა გააკეთეს. შეიძლება სხვა ქვეყნის პროვოკაციაა, რათა რეგიონში სიტუაცია მუდამ დაძაბულ რეჟიმში ამყოფოს).
ახლა წარმოიდგინეთ საქართველო – რუსეთი დღემდე მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორიას სამხედრო დანიშნულება აქვს და სინადვილეში ბიოლოგიური იარაღის საწარმოებლად გამოიყენება და ამას ამერიკელები ხელმძღვანელობენ ანუ რუსეთი ამას აღიქვამს საფრთხედ, როგორც ისრაელი ირანულ ატომურ ინდუსტრიას. ღმერთმა აშოროს, მაგრამ ლუგარის ლაბორატორიის რომელიმე ხელმძღვანელის ლიკვიდაცია რომ მოხდეს, ხომ იქნება საშინელება?! ამიტომ ირანის “გაბრაზებაც” ლოგიკურია. თუ კატას კუთხეში მიამწყვდევ, ის შეტევაზე გადმოდის- ნუ მიამწყვდევთ ირანს კუთხეში.
პ.ს.ს. ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ირანისადმი არანარი სიმპათიები არ გამაჩნია. მე უბრალოდ ვცდილობ ჭეშმარიტების და ადამიანურობის ფარგლებში ყოფნას.
რევაზ კილასონია, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი