ძალიან სამწუხაროა, რომ ამირან გამყრელიძე „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივ აქტივისტად და დანამატად გადაიქცა – ასე პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ამირან გამყრელიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ პანდემიის მართვას პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს.
“ჩემი პასუხი ქალბატონ ტიკარაძეს და ბატონ გამყრელიძეს – უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებ, თავიანთი საქმიანობა შეასრულონ ეფექტურად და რას გააკეთებენ ოპოზიციური პარტიები, ეს უკვე ოპოზიციური პარტიების გადასაწყვეტია. ძალიან სამწუხაროა, რომ ამირან გამყრელიძე „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივ აქტივისტად და დანამატად გადაიქცა. ამ საკითხს მიხედონ და ოპოზიციური პარტიები როგორმე ჩვენ თვითონ დავლაგდებდით, რა რეგულაციებს მივსდევთ და რას არა. არც ერთი ოპოზიციური პარტია არ გადის კანონის ჩარჩოდან” – განაცხადა ჩიხლაძემ.
წყარო: ptn.ge