ირანის მთავრობის მაღალჩინოსნის, პარვიზ თავასოლიზადეჰის თქმით, ირანის ჯარმა და რევოლუციურმა გვარდიამ პოლიციას დახმარება გაუწია აღეკვეთა „ამერიკელი აგენტების“ მიერ მართული ძალადობრივი ქმედებები.
„რევოლუციური გვარდიის ყველა ძალა, სამხედრო დაჯგუფება „ბასიკი“, დაზვერვის სამინისტრო, პოლიცია, არმია, ყველა მონაწილეობას იღებდა, რომ სიტუაცია კონტროლს დაქვემდებარებოდა“, – განაცხადა თავასოლიზადეჰმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, აჯანყებულები შეიარაღებულნი იყვნენ.
გვარდიის ერთ-ერთი მეთაურის, ბაჰმან რეიჰანის თქმით, დემონსტრანტები მართულნი იყვნენ ამერიკის სადაზვერვო სამსახურების მიერ.
ირანის ოფიციალურმა პირებმა შეერთებული შტატები, ისრაელი და საუდის არაბეთი არაერთხელ დაადანაშაულეს ქვეყანაში არეულობის ხელშეწყობაში.
ირანში საპროტესტო აქციები 15 ნოებერს დაიწყო. Amnesty International-ის ინფორმაციით, სამთავრობო ძალებთან შეტაკებისას 100-ზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა. ინფორმაციას არ ადასტურებს ოფიციალური თეირანი.
წყარო: იპნ