მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილემ, ნიკა ნარსიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისინი აქციას ყოველდღიურ რეჟიმში ჩაატარებენ.
“ოროსანმა მინისტრმა ააფეთქა საქართველოში პანდემია და ხალხი იხოცება, არც ერთ ევროპის ქვეყანაში არ ხდება ეს, არ მოვმზადებულვართ, მილიონები გადმოურიცხეს მეგობარმა ქვეყნებმა და ერთ თეთრი არ დაახარჯეს საკუთარ მოსახლეობას, სასწრაფო ვერ ემსახურება, ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება, რომელიც ვერ იღებს სახელმწიფო სამედიცინო სერვისს, გუშინ ბავშვი გარდაიცვალა, ჩვენ არ ვსპეკულირებთ ბავშვების სიკვდილით, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ეს არის ოროსანი ტიკარაძის დამსახურება, რომელიც დასვა ბიძინა ივანიშვილმა, ესენი ძალიან მალე დასრულდებიან. ეს ბრძოლა არ იქნება ერთდღიანი და ორდღიანი” – განაცხადა ნარსიამ.
შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტვისტების ნაწილმა გუშინდელი ღამე პარლამენტთან, კარვებში გაატარა.
წყარო: ptn.ge