აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტ ალიევის მეუღლე მეჰრიბან ალიევა 21-24 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა. იგი მიიღო პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში დიდი ღვაწლის გამო “მეგობრობის ორდენით” დააჯილდოვა კიდეც.
ალიევა ასევე მიიღეს პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ.
სტუმარმა მონაწილეობა მიიღო რესტავრირებული პავილიონ “აზერბაიჯანის” საზეიმო გახსნაში.
თავისი ვიზიტის შედეგებზე პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა სააგენტო “ტასს”, “როსიისკაია გაზეტას” და ტელეარხ “როსსია 24”-ს ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობები დღესდღეობით “ისე მტკიცეა, როგორც არასდროს”, მისი თქმით, ეს ურთიერთობები “სამაგალითოა”.
2018 წლის აპრილში რუსეთში მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზგასმით გამოჰყო მისი პირადი ურთიერთობების დიდი მნიშვნელობა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.
რასაკვირველია, ასე გაძლიერებული აზერბაიჯანი გადაგვიკეტავს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რიგ მონასტრებთან მისასვლელებს და როცა უნდა, მაშინ ჩაკეტავს საზღვარს გიორგობის დღესასწაულზე, საინგილოს მიმართულებით.