კორონავირუსით 19 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ ჰოსპიტალი განმარტებას აკეთებს

კორონავირუსით 19 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანული ჰოსპიტალი განმარტებას აკეთებს.

ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი ეკატერინე ლორია აცხადებს, რომ პაციენტი მათთან კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს.​

„პაციენტი გერმანულ ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში 24 ნოემბერს, 21:00 საათზე შემოიყვანეს. ემერჯენსის განყოფილებაში პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც კრიტიკული. უმოკლეს ვადაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო აყვანილი, დაიწყო გაიდლაინით განსაზღვრული პირველადი დახმარება.

მისი მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა, ვარჯიშების მიუხედავად არ იქნა მიღწეული სასურველი შედეგი და გადაყვანილი იყო ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა განაპირობა თანდართულმა დაავადებამ. მიუხედავად გაწეული დახმარებისა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. 29 ნოემბერს დაფიქსირდა სიკვდილი“ – განაცხადა ეკატერინე ლორიამ.

კლინიკური დირექტორი პაციენტის თანხმლები დაავადების შესახებ ინფორმაციას ვერ გასცემს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს დაავადება მძიმედ მიმდინარეობდა.

ვარაუდი შეიძლება იყოს იმის, რომ მან დაგვიანებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას თუ ექიმს, ჩვენთან მოსული იყო კრიტიკულ მდგომარეობაში.

მანამდე სავარაუდოდ შეკრებილი ანამნეზიდან შეიძლება გითხრათ, რომ თანხმლები დაავადება რაღაც პერიოდში არ იყო გონივრულად მართული, თვითონ პაციენტის მიერ, თუ მკურნალი ექიმის მიერ, ამას ვერ გიდასტურებთ. თანმხლები დაავადება იყო საკმაოდ მძიმე“, – განაცხადა ეკატერინე ლორიამ.

წყარო: report.ge