გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ინფიცირება ეტაპობრივად მოხდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ქუთაისის ცენტრის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორისაა ცენტრის ხელმძღვანელი მაია რუხაძეც, რომელსაც კოვიდინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა – ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარება საშუალო სიმძიმისაა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ინფიცირება ეტაპობრივად მოხდა, რამდენიმე მათგანმა ვირუსი უკვე დაამარცხა და მუშაობას განაგრძობს.
ბოლო 24 საათში იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა – ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ ინფიცირებულია 139.342 ადამიანი. გარდაიცვალა 1.103 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
“სპუტნიკი”