— ჩემი მეფე —
ო რა ლეკვი დაიბადე, უფალს ახსოვს მოსვლა შენი,
დინასტია გედგა ძარღვში, ეპოქათა განაჩენი,
ტახტად გქონდა უნაგირი, სკიპტრად შენივ გორდა ხმალი,
დიადემად მუზარადი, მგლის გეში და ბასრი თვალი,
მოყმეები ვერ გიძლებდნენ, შენ ომებში დაღლილები,
შენთან ერთად სისხლისღვრებში, ჯოჯოხეთში გავლილები,
წამოამხე ისტორია, კავკასია გააოცე,
ქართველობის სასახელო, გააათე, გააოცე,
ლომს გეძახდა ოსმალეთი, ,,არ ადგესო იწვეს ხარი”,
ევროპული პრესა წერდა, რომ იყავი მათი ფარი,
ირანს შენი რიდი ქონდა, ხარკს გაძლევდნენ მეზობლები,
ათას რამეს გპირდებოდნენ, ჩრდილოელი ,,მეგობრები”,
ქართველს გული ვერ გაუძღე, დაგაწიეს ,,კრწანისები”,
დაგივიწყეს ასპინძები, ყვარელი და ანისები,
ვერ მოთხარეს ეგ სახელი, მოთხრა ბევრჯერ დაგიპირეს,
როგორც ყველა ამაგდარი, კანტიკუნტად დაგიტირეს…
გურამ ქართველიშვილი