ექიმი: ნუ გამოიყენებთ დექსამეტაზონს, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ მოითხოვს

ვაგრძელებ: რეანიმატოლოგების საყურადღებოდ- რაც შეეხება დექსამეტაზონის გამოყენებას, თხოვნა იქნება, ის არ გამოიყენოთ, თუ უკიდურესი სიტუაცია არ არის სასიცოცხლო მნიშვნელობის პარამეტრების შესანარჩუნებლად.

 

ასეთ დროს უკეთესი იქნება, გამოვიყენოთ ხანმოკლე მოქმედების ჰორმონული პრეპარატი.

დექსამეტაზონი ადრე თითქმის არ გამოიყენებოდა, რადგან მისი მოქმედების დრო ხანგრძლიავია და შესაძლოა ავადმყოფის მდგომარეობის შეცვლასთან ერთად, მისი მოქმედება არც იყოს საჭირო-ამ დროს ორგანიზმში უკვე შეყვანილი პრეპარატის ,,ქმედებას” ვერ ამოვიღებთ მკურნალობის პროცესიდან.

ის განკუთვნილია ჰორმონული დახმარებისთვის საჭიროა სრულიად შეზღუდულ შემთხვევებში და არა ფართოდ გამოყენებისთვის, როგორც დღეს ხდება. მსუბუქ შემთხვევებში კი საერთოდ არ არის საჭირო.

დიაბეტიანთან მისი გამოყენება არ შეიძლება- შაქრის დონეს მაღლა სწევს და მისი მოქმედება ხანგრძლივია, ამ დროს შაქრის დონის მართვისას, თუ უკვე გამოყენებულია დექსამეტაზონი, ანტიდიაბეტური საშუალებების დოზირება სხვანაირიად და რთულად უნდა წარიმართოს.

გარდა ამისა, თხოვნა იქნება, არ გამოვიყენოთ დექსამეტაზონი ბაქტერიული პნევმონიის დროს….

ექიმი მედეა შენგელია