არც მეცოდებით, დააქციეთ აშენებული, აყვავებული ქვეყანა…- ნუგზარ ვარდიაშვილი

კარგსა ვჭამდით, კარგსა ვსვამდით, კარგად ვიცმევდით, კარგ დროსაც ვატარებდით!!! ვიცოდით ნათესავი, მეგობარი, მიმოსვლა გვქონდა, ურთიერთ სიყვარული მეფობდა!!!

 

შაბათი არ ჩაივლიდა, რომ მექორწილებიის მანქანების სიგნალებს არ წაეღოთ ყურთა სმენა, თანაც ყოველ შაბათს მრავალს ვხედავდით მასეთ სიხარულს!

არავისი ვალი ჩვენ არა გვქონია. ბანკებს, სახელმწიფოს აქეთ ჰქონდა ჩვენი ვალი! არაფერიც არ გვაკლდა!

დაგავიწყდათ, ისტორიას წაუყრუეთ, აღარ მოისურვეთ იმისი გაცნობიერება, თუ თქვენმა წინაპრებმა რა ჯოჯოხეთი გამოიარეს, რომ ის ლამაზი ცხოვრება ჩვენთვის დაეტოვებინათ!!! მათ მიერ მორთმეული სამოთხე არ მოგეწონათ, თქვენი ამბავი გაპარულ ,,აქლემისა და ვირის” არაკს მაგონებს! აჰყევით ქვეყნისა და თქვენი ბედნიერების დამაქცეველებს და თქვენს ქვეყანას განადგურების თესლი ჩაუთესეთ????!

დააქციეთ აშენებული, აყვავებული ქვეყანა და საკუთარ შვილების ყოფნა, არ ყოფნის საკითხი სასწორზე შეაგდეთ!!! თქვენ იყავით!!! თქვენ! ყოველი თქვენგანი!
ეგ ახალი წყობა და ხელისუფალიც რომ აღარ მოგეწონათ?! მაგან არ აგიბნიათ გონება?! მაგან არ დაგანგრევინათ აწყობილი სამოთხე?! განა ეგ არ იყო, რომ ხმათა დიდი უმეტესობით, 90%-ს აცდენილი ხმებით გაამარჯვებინეთ?! მაშ რაღად აღარ მოგეწონათ და 9 თვის მერე მოშორება განიზრახეთ?! ემართა როგორმე და მხარში დასდგომოდით, ამაზე უარესს ხომ არ მივიღებდით, რაც რომ დღესა გვაქვს?! ( არა და არც იმისი გარანტია მაქვს, რომ იმისი მართული ქვეყანა, შემდგომი მართველის ქვეყანას ემჯობინებოდა!) ეგაც არ მოგეწონათ და ომით მოიშორეთ!!! მანდაც თქვენ იყავით!
ის ახალი, შევარდნაზეც ,,ვარდების რევოლუციით” მოიშორეთ, დაპირისპირების დადგმული სპექტაქლით! სხვანაირად არ შეიძლებოდა?! თავისით არ გადადგებოდა?! ისევ ძალადობით მოიყვანეთ გიჟი და დაფთხვეული! მაგან ციხეებში ხალხი აწამა, ხოცა, ძარცვა, იხმარა და ბოლოს ეგაც ,,ძალადობის” გზებით მოიშორეთ!

თქვენი მოწონებული აღარავინ გამოდგა და რამდენსაც ფართხალებთ, უფრო ღრმად ეფლობით, საკუთარი ფსელით დაჭაობებულ ჭაობში! გაჰკიოდით,,ოღონდ სააკაშვილი არა და …….”
არა და მიიღეთ კიდევ უარესი აფერისტი!!! ეგაც თქვენი არჩეულია და აქამდე ქვეყანას ანადგურებინებთ, ატყავებინებთ!!! აფერისტობს დიდ მაშტაბით, ქვეყნის მაშტაბით!!! მაგ წყეულ, თქვენს ცნობად ფიგურებს თვალები ფულით აუბნია და თქვენ კი მაგ ცნობად სახეების დიდი თაყვანისმცემელნი ბრძანდებით!!! არა და ეგ ცნობადი სახეები იყვნენ, რაც რომ დანაშაული ჩაგადენინათ და ამას კიდევ ვერა ხვდებიძთ! კიდევ მაგათი გჯერათ!!!! ისევ განაგრძობთ ქვეყნის დანგრევას, განადგურებას და მაგ ნანგრევებში თვითონვე ყვებით!!!

არა ხართ შესაცოდი! რა ქვეყანა დანგრიეთ!!! არც მეცოდებით, უბედურება ის არის, რომ მაგ ნანგრევებში წესიერნიც რომ ყვებიან და ყველაზე მეტ დარტყმას ეგ წესიერები ღებულობენ! მესმის, წესიერი, ძალიან ცოტაღა დაგვრჩა, მაგრამ ხომ არიან?! და ზოგნი იმდენად წესიერია, რომ მას ღვთისგან მოვლენილს ვადარებ და არც კი მჯერავს, რომ ისინი მართლა ადამიანის, საქართველოს შვილები არიან!!!?
დღესაც არეული გაქვთ ქვეყნის მოწყობის გეგმები! სამაგიეროდ მიტინგები და გამოსვლები კარგი იცით. იმ აფერისტის მოშორება ჩაგიფიქრებიათ და მის ადგილზე ისევ იმ გიჟის, ნარკომანისა და კაცის მხმარებელის მოთრევა გაქვთ გადაწყვეტილი!!! და ესე გაგრძელდება, მინამდის იმ ძველ სამოთხეს ბოლომდე არ შეჭამთ!!!

ნუგზარ ვარდიაშვილი