უგულავას ოფშორული ზონიდან დიდი ოდენობის შავი ფული გადმოჰქონდა – სასამართლოში საქმის განხილვა განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 დეკემბერს გიგი უგულავასთან დაკავშირებული საქმის განხილვა განახლდება. საქმე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებას ეხება.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ოფშორული ზონიდან გიგი უგულავას, გიორგი ღონიაშვილთან და დავით კეზერაშვილის პარტნიორთან, ალექსანდრე გოგოხიასთან ერთად დიდი ოდენობის ე.წ შავი ფული გადმოჰქონდა, რაც შემდგომში ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა.

2014 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამტკიცებდა, რომ საქმე ეხებოდა 1 500 000 აშშ დოლარს, თუმცა, „გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განხორციელდა მხოლოდ 760 000 დოლარის გამორიცხვა, რაც გამოიყენეს წინასაარჩევნო მიზნებისთვის.

 

“რეზონანსი”