დატოვებს თუ არა აკაკი ზოიძე პარლამენტს?!

უმრავლესობის სხდომაზე  დიმიტრი ხუნდაძის წინადადებასთან ერთად შეკრებილები დღეს აკაკი ზოიძის ინიცაიტივას განიხილავენ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე “ქართულ ოცნებას” 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს.

ზოიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი შეთავაზება არ იქნება მიღებული, პარლამენტს და პოლიტიკას დატოვებს.