ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ვწუხვარ შექმნილი უხერხულობისთვის.
სინამდვილეში მთელი ეს „ფეიკი“ ააწყვეს იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მილანში ჩავიდა მეუღლესთან და შვილთან ერთად და მეორე დღეს იყო სამსახურში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ
შეგახსენებთ, რომ თალაკვაძის იტალიაში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია მედიამ გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი კახა კალაძე და რამდენიმე დეპუტატი, ერთ-ერთი ბიზნესმენის დაბადების დღის წვეულებაზე დასასწრებად, კომოს ტბაზე იმყოფებოდნენ, თუმცა აღნიშნული თალაკვაძემ თავდაპირველად უარყო და მედია დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. თალაკვაძემ საკუთარი კაბინეტიდან ჩაწერილი ვიდეოც გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ არა კომოს ტბაზე, არამედ სამსახურში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ წინა ღამით თალაკვაძესთან ერთად სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ერთი რეისით იფრინა. აღნიშნულის შემდეგ თალაკვაძე ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის კრიტიკის ობიექტი გახდა.