მელიას, უგულავას, ოქრუაშვილისა და გვარამიას სასამართლო პროცესები გადაიდო

ნიკა გვარამიას, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და ნიკა მელიას სასამართლო პროცესები გადაიდო.

სასამართლო პროცესების განახლების შეტყობინება პოლიტიკოსებმა გუშინ, პირველ დეკემბერს მიუვიდათ, ხოლო დღეს 2 დეკემბერს კი მათ დაუკავშირდნენ და პროცესის გადადების შესახებ აცნობეს.

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ პროცესის გადადების მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს.

“დამირეკეს საქალაქო სასამართლოდან. პროცესი გადაიდო გაურკვეველი ვადით, ფორმალურად, კორონა პანდემიის გამო. ხო, გუშინ საღამოს დაიწყო, ეტყობა”, – წერს ნიკა გავრამია.

პროცესის გადადების მიზეზად კორონავირუსი დაუსახელეს ნიკა მელიას ადვოკატსაც.

“ადვოკატს დაურეკეს სასამართლოდან. პროცესი გადაიდოო. მიზეზად – კორონავირუსი დაასახელეს” – წერს ნიკა მელია.

წყარო: newposts.ge