ავსტრალიაში, მეხანძრეები უკვე მეექვსე კვირაა ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრში – კუნძულ ფრეიზერზე გავრცელებული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ხანძარი დაცულ ტერიტორიას გაუჩნდა, რომელიც თავისი უნიკალური ტყის საფარითა და ბუნებით, 1992 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
ტურისტები და იქ არსებული ორგანიზაციის თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ სამაშველო რაზმების დახმარებით დაეტოვებინათ ტერიტორია, ვინაიდან ცეცხლი და კვამლი კუნძულზე ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა. სამაშველო ჯგუფები წყლის ყუმბარებით ცდილობენ ალის ჩაქრობას. ისინი ამბობენ, რომ სიტუაცია შესაძლოა კიდევ გაუარესდეს.
ქუინსლენდის მეტეროლოგიური ბიუროს განცხადებით, ძლიერი ქარებისა და ცხელი ჰაერის ტალღებიდან გამომდინარე, ხანძრის კიდევ, უფრო მეტად გავრცელებაა მოსალოდნელი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხანძარის გამომწვევ მიზეზად უკანონოდ დანთებული კოცონი ითვლება. მან 6 კვირაში 76 000 ჰექტარზე მეტი ტყე უკვე გადაწვა. სახანძრო ბრიგადები, ამჟამად, როგორც ქუინსლენდის, ასევე ათობით სხვა ადგილას ებრძვიან ხანძრებს. არის საფრთხე, რომ გასულ წელს დაწყებული მრავალთვიანი ხანძრები წელსაც განმეორდეს.
წყარო: itv.ge