დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის წინააღმდეგ ინტენსიური ტესტირების პროგრამა იწყება. სახელმწიფო ყოველდღიურად პირველი თებერვლის ჩათვლით, 24 ათასამდე ტესტს გააკეთებს.
პირველ ეტაპზე შემოწმდებიან სიმპტომების მქონე პაციენტები. მოქალაქეს პასუხი ტესტირებიდან 20 წუთში ეცოდინება.
ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, ოჯახის ექიმი პაციენტის მდგომარეობას შეაფასებს და საჭიროების შემთხვევაში, ტესტირებას დაუნიშნავს.