მოკავშირეები გულწრფელად ესაუბრნენ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განიხილა ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დამატებითი საკითხები. მოკავშირეები უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ესაუბრნენ. სხვა დისკუსიები ფოკუსირებული იყო რუსეთზე, შეიარაღების კონტროლზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ნატო 2030-ის სამომავლო სტრატეგიაზე, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო: ptn.ge