ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და არა დესტაბილიზაცია, როგორც ამას სააკაშვილი და მისი გარემოცვა გვპირდებიან

„ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და არა დესტაბილიზაცია და სტრესი, როგორც ამას სააკაშვილი და მისი გარემოცვა გვპირდებიან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მოლარაკებების მესამე რაუნდი ოპოზიციასთან, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაიმართება.

„წითელი ხაზი გადის იქ, სადაც გადიოდა და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს მხოლოდ პოლიტიკურ სუბიექტს, ამის უკან დგას ადამიანების უმრავლესობა, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა; ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და არა დესტაბილიზაცია და სტრესი, როგორც ამას სააკაშვილი და მისი გარემოცვა გვპირდებიან“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ოპოზიცია დღეს დიპლომატებს შეხვდება და იმ წინადადებებს გააცნობს, რომელთა შესახებაც გუშინ „ლელოს“ ოფისში შეთანხმდნენ. სამსაათიანი დახურული კონსულტაციების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის მოთხოვნების ჩამონათვალი გაიზარდა, ნაწილი კი დაზუსტდა.

კანონმდებლები კი საქმიანობას მომდევნო კვირიდან უნდა შეუდგენენ. ამ ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს, მოხერხდება თუ არა დიალოგის მესამე რაუნდზე შეთანხმება. მეათე მოწვევის პარლამენტში, მმართველ პარტიასთან ერთად, კიდევ 8 პოლიტიკური სუბიექტი უნდა შევიდეს, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტს განაგრძობს. როდის დაინიშნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ჯერ კიდევ უცნობია.

 

“იმედინიუსი”