რატომ უჭერს დასავლეთი მხარს ისრაელის ტერორიზმს?- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა ისრაელი ბირთვული სფეროს ირანელი მეცნიერის მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დასავლეთი თავის სიჩუმით მხარს უჭერს ისრაელის ტერორიზმს.

 

„რატომ უჭერს დასავლეთი მხარს ისრაელის ტერორიზმს? რატომ ახორციელებს ისრაელი ირანის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს, მათ შორის ბირთვული სფეროს მეცნიერის მკვლელობას, დასავლეთი კი ამას არ გმობს?“- განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მან სპარსეთის ყურის ქვეყნებსაც მიმართა და მოუწოდა, ისრაელის ბრძოლას ირანის წინააღმდეგ მხარი არ დაუჭირონ.

„ჩვენ მეზობლები ვართ და რეგიონში ერთად უნდა ვიცხოვროთ. არ მგონია, მათ ისრაელს ნება დართონ, რომ ბრძოლა აქ გადმოიტანოს,“- განაცხადა ზარიფმა.

შეგახსენებთ, ირანელი მეცნიერი მოჰსენ ფახრიზადე თეირანის მახლობლად 27 ნოემბერს მოკლეს.