საბედნიეროდ, ორსულებსა და ბავშვებში ეს ვირუსი ვერაგად არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„ადრე ვამბობდით, რომ კორონავირუსს სეზონურობა ახასიათებს, მაგრამ ეს ასე არ არის, ერთადერთი, რაც ჩვენმა პრაქტიკამ გვაჩვენა – საბედნიეროდ, ორსულებსა და ბავშვებში ეს ვირუსი ვერაგად არ მიმდინარეობს, დანარჩენი შემთხვევა არ არის დამოკიდებული ასაკსა და თანმდევ დაავადებაზე”, – განაცხადა ლევან რატიანმა „მაესტროს” ეთერში.
მისი თქმით, მიუხედავად კოვიდინფიცირებისა, დედა და ახალშობილი ერთმანეთს არ სცილდებიან.
“რეზონანსი”