მოლდოვის ახალარჩეულ პრეზიდენტს, მაია სანდუს სახელმწიფო უშიშროების საკითხებში ზედამხედველობა ჩამოერთვა. გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახბე უცხოური მედია ავრცელებს.
პარლამენტში გადაწყვეტილებას 101 დეპუტატიდან 51-მა დაუჭირა მხარი. საკითხის გახილვისას სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით, მოლდოვაში პარლმენტის შენობის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
მაია სანდუ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვონ.
წყარო: itv.ge