პარტია “გირჩის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ პარტიაში არსებული დაპირისპირება იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის გაუაზრებელ განცხადებებს მოჰყვა.
ხაჩიძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, თავი რომ დაეზღვიათ ისინი “გადამალული” ჰყავდათ.
“საარჩევნო კამპანიის დროს ვახო და იაგო, პრაქტიკულად გადამალულები იყვნენ, რომ დაზღვეული ვყოფილიყავით ასეთი გამოტანტალებებისაგან, კამპანია ჩაატარა ცალსახად ზურა ჯაფარიძემ. ეს შეუგნებლად არ მომხდარა, გადამალულები იყვნენ, რომ დაზღვეული ვყოფილიყავით”, – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია “გირჩში” არსებული დაპირისპირების შესახებ ზურა ჯაფარიძის “ფეისბუქ” პოსტის შემდეგ გახდა ცნობილი.
ჯაფარიძემ დაწერა, რომ ის პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან.
ჯაფარიძე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
მოგვიანებით, დაპირისპირების რეალურ მიზეზების შესახებ განმარტება გააკეთა, ვახტანგ მეგრელიშვილმა.
მეგრელიშვილის თქმით, ჯაფარიძემ პარტიის წევრებს ცენზურაზე დაქვემდებარება მოსთხოვა, რაზეც ვერ შეთანხმდენენ.
როგორც მეგრელიშვილი ამბობს, ჯაფარიძის მოთხოვნები იყო: წინასწარ შეთანხმება რა თემებზე ისაუბრებდნენ პარტიის წევრები, პარტიის მმართველობას ჩამოცილება, მოწევისთვის თავის დანებება და ხალხთან “ნორმალურად საუბარი.
წყარო: newposts.ge